Tumgik
#ნაპოლეონი
sosomikeladze · 2 months
Text
"ნაპოლეონმა ვერ დაამარცხა რუსეთი და ჩვენ..."
ეს სტატუსი მათთვის, ვისაც ყურმოკვრით აქვს გაგონილი და თუთიყუშივით იმეორებს – “ნაპოლეონმა ვერ დაამარცხა რუსეთი და ჩვენ… (აქ მოსდევს რაღაც ბლა-ბლა-ბლა.)” ჯერ ერთი სწორედ იმ წლების სიახლოვეში, როდესაც გაჩაღდა რუსეთ-საფრანგეთის 1812 წლის ომი, ქართველობა რამდენჯერ სერიოზულად აჯანყდა და დაუპირისპირდა ღორებს (უკანასკნელთა უგარეწრესი ყოფაქცევის გამო). მეორე, ვისაც უფრო დეტალურად გაინტერესებთ…
Tumblr media
View On WordPress
0 notes
deusexmachina696 · 5 years
Text
Endless poetry Vol.3
Tumblr media
ევრიდიკე...ტიციან ტაბიძის ფუნჩულა ლოყები ... სრულიად სხვა დონეა ტიციანის ტილოსთან ... ნარინჯისფერი ამოსუნთქვა ვის უნახავს ... შავად სუნთქავენ უკმარისობით ... შეუპოვარი დედები .. როდის ყოფილ არს აქამომდე დედათა და მამათ ერთად ერბინოთ კუს ტბაზე ... სირრბილი ... კუსტბა ჭუჭყიანია .. სუნიაქვს ტელეგრეიკის .. ბუშლატის ... მთვრალი ესკიმოსები თეთრ დათვებს ითვლიან ... 3 ის ჯერედები ... გამყოფი-ნაყოფი .. ემბრიონი ყურის ფორმა .. კოსმოსური ხომალდი ეშვება ჭიათურაში ... ქრისტეს უყვარს გოიმები .. უფრო მეტადაც ვინემ მაგდანა ... ანდუყაფარი ... ლიპარიტი დარნი მთათათა ... არადა სტადიონს ავსებს .. მამაოსთანაც კი წერს დუეტს .. სამაია სრულდება სოლოდ ... ვინ დააჯვა გია ჭანტურიას საფლავზე ... გველაძუა .. მაგრად ვკაიფობ ცისფერ ტრიოზე ... საქართველოო ლამაზო - ტყიბულში გაიარე თუ ძმა ხარ ... ხელისუფალნი ამა სოფლისანნი სვამენ ტეკილას .. ფურცლავენ ბორხესს .. არ ევასებათ ნაპოლეონი - ხრაშუნა .. ჯემოთი ... კანტა სალვაჰე ... სელმა ჰაიეკი .. ბიძინა კვერნაძე .. ჩემთან ომი გინდა? .. ატესტატი მოჯვი შე ბოზო ... ატესტატი დაიდო .. პროექტი ჩავარდა .. აღსრულდა ნება ქართველი ერისა .. გაუმარჯოს კერასინკისეულ საქართველოს ...
0 notes
supertramp8 · 7 years
Text
სულ მაინტერესებდა: ფსიქიატრი და გიჟი, რომელიც თავს ნაპოლეონად თვლის, ერთად რომ ჩაკეტო, ერთი წლის შემდეგ ვინ გამოვა ოთახიდან, ორი ნორმალური ადამიანი თუ ორი ნაპოლეონი.
16 notes · View notes
bachogrigoliaq5 · 5 years
Photo
Tumblr media
მწერლის ათი მცნება / რიუნოსკე აკუტაგავა მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, ლიტერატურის ყველა სახეობიდან პროზა ყველაზე ნაკლებმხატვრულია. ჭეშმარიტი მნიშვნელობით მხოლოდ პოეზიაა ლიტერატურა, კუთვნილი ადგილი პროზას მხოლოდ იმის წყალობით უკავია, თუ რამდენად მოიცავს პოეზიას, ამრიგად, ისტორიული და ბიოგრაფიული ნაწარმოებებიც ფაქტიურად პროზაა. პროზაიკოსი, გარდა იმისა, რომ პოეტია, ისტორიკოსი და ბიოგრაფიც არის ერთდროულად, მა��ასადამე, ის განუყრელად უნდა დაუკავშირდეს (გარკვეულ ეპოქაში, გარკვეული ქვეყნის) ადამიანთა ცხოვრებას. ამას გვიდასტურებს იაპონელ პროზაიკოსთა თხზულებანი მურასაკი-სიკიბუდან მოყოლებული და დამთავრებული იხარა საიკაკუთი. პოეტი ის კაცია, ყველას თავის სულს რომ გადაუხსნის (ავიღოთ თუნდაც სასიყვარულო ლირიკა, რომელიც ქალის მოსახიბლად არსებობს). რამდენადაც პროზაიკოსი არამარტო პოეტია, არამედ ისტორიკოსიცა და ბიოგრაფიც, ამიტომ მემუარისტიც უნდა იყოს. აქედან - პროზაიკოსი ჩვეულებრივ ადამიანზემეტად განიცდის თავის ტანჯულ ცხოვრებას. პროზაიკოსში მომეტებულად არ უნდა სჭარბობდეს პოეტი. თუ პოეტურობა სჭარბობს მემუარისტობას ან ბიოგრაფობას, მაშინ პროზაიკოსის ცხოვრება აუცილებლად მძიმე ტრაგედიად გადაიქცევა (ნაპოლეონი ან ლენინი პოეტები რომ გამხდარიყვნენ, მაშინ უსათუოდ ორი შეუდარებელი პროზაიკოსი დაიბადებოდა). ზემოთ მოყვანილი სამი პუნქტი გვიჩვენებს, რომ პროზაიკოსის ტალანტი სამ ტალანტზე დაიყვანება. პოეტის ტალანტი, ისტორიკოსისა ანუ ბიოგრაფის ტალანტი და ყოფითი ტალანტი. ჩვენს წინაპრებს ყველაზე რთულად მიაჩნდათ ამ სამ ტალანტს შორის წონასწორობის სენარჩუნება (ადამიანები, რომლებიც ამას ყველაზე რთულად არ სთვლიან - ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან). ის, ვისაც მწერლობა სურს, მძღოლსა ჰგავს, საავტომობილო სკოლა რომ არ დაუმთავრებია და სრული სიჩქარით მიაქროლებს ქუჩაში მანქანას. მას არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს. ვინაიდან მწერალს არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს, ამიტომ ის უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ საკუთარ სასიცოცხლო ძალებს, ფულს და ცხოვრებისადმი ფილოსოფიურ დამოკიდებულებას (შესწევდეს უნარი მოუწყობლად ცხოვრებისა). მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ რარიგ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, ცნებები - მწერლობა და მშვიდი ცხოვრება - შეუთავსებელია. ის, ვინც წყნარ ცხოვრებას ესწრაფვის, უმჯობესია, მწერლობას ნუ მოეკიდება. უნდა გვახსოვდეს - მწერალი, რომელზეც შეიძლება ითქვას შედარებით მშვიდ ცხოვრებას ეწევაო - ის მწერალია, ვისი ბიოგრაფიის დეტალებიც უბრალოდ უცნობია. მიუხედავად ამისა, თუ მწერალს მაინც სურს შედარებით მშვიდად იცხოვროს, მაშინ სამ ტალანტთაგან ყველაზე მეტად ცხოვრებისეული ტალანტი უნდა გამოაწრთოს. ეს რასაკვირველია არ ნიშნავს, რომ ცხოვრებიუსეული ტალანტის წყალობით ის აუცილებლად დასტოვებს თვითმყოფად მემკვიდრეობას. ცხოვრებისეული ტალანტი ნიშნავს საკუთარი ბედის ბატონ-პატრონობას (ამასთან, არ არის გარანტია, რომ საკუთარი ბედის ბატონ-პატრონობა შეიძლება), აგრეთვე, ზრდილობისა და თადარიგიანობის გამოჩენას ნებისმიერი, ყველაზე წყალწაღებული იდიოტის მიმართაც კი. ლიტერატურა - სიტყვების საშუალებით თვითგამოხატვის ხელოვნებაა. მაშასადამე, მწერალმა სიტყვის დასახვეწად შრომა არ უნდა დაზოგოს. თუ კაცს სიტყვის სილამაზით აღფრთოვანება არ ძალუძს, მაშინ არა ფლობს მწერლისთვის აუცილებელ ყველა მონაცემს, საიკაკუს „ჰოლანდიელ საიკაკუს“ უწოდებენ არამარტო იმ დროისათვის მიღებულ პროზის კანონთა დარღვევის გამო, არამედ იმიტომ, რომ პოეზიიდან ამოხაპული სიტყვის მადლი შეიცნო. რომელიმე ქვეყნის პროზაული ნაწარმოები რომელიმე ეპოქის განსაზღვრულ კანონებს ემყარება (რომლებიც ისტორიული ვითარებითაა განპირობებული). კაცი მწერლობას რომ გადაწყვეტს, ამ კანონებს უნდა მისდევდეს. ეს ხელსაყრელია, რადგან: 1. შეიძლება საკუთრი ნაწარმოები შექმნათ წინამორბედთა მხრებზე დაყრდნობით, 2. თუკი არ გადახვალ საზღვარს, ლიტერატურული ქოფაკები არ შეგყეფენ. ოღონდ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ამ გზით აუცილებლად თვითმყოფადი ნაწარმოებების ავტორი შეიქნები (სულაც არ არის საჭირო ვამტკიცოთ, რომ ერთი არ ეწინააღმდეგება მეორეს). გენიოსი უბრალოდ არღვევს ყველა ამ კანონს. (ამავე დროს, უცნობია, ანგრევს თუ არა ის ამ კანონებს იმდენად, რამდენადაც ადამიანებს ეჩვენებათ), გენისოები ცაში სხვადასხვა სიმაღლეზე ფრენენ, ე.ი. ლიტერატურაში სოციალური პროგრესის (ანუ ცვლილების) მიღმა მოძრაობენ და არ შეუძლიათ მდინარეების მიმართულებას მიჰყვნენ. ის შეიძლება ლიტერატურული მზის გარეთ მდგომ პლანეტას შევადაროთ. ამის გამო მისი არც სიცოცხლეში ესმით და არც სიკვდილის შემდეგ აღიარებენ სწრაფად (ეს მარტო პროზას კი არა, საერთოდ მთელ ლიტერატურას ახასიათებს). კაცი, მწერლობას რომ ესწრაფვის, მოვალეა, ფრთხილად მოექცეს ფილოსოფიურ, საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ მეცნიერებათა იდეებს. სანამ ადამიანი მხეცია, მანამ ნებისმიერ იდეას თუ თეორიას არ ძალუძს ადამიანის ცხოვრებაზე გაბატონება, უნდა ყველაფერს ისე ვუცქერდეთ, როგორც ცხოვრებაშია და გამოვხატოთ ისე, როგორც არის - სწორედ ამას ჰქვია ნატურიდან გადაღება. საუკეთესო მეთოდი, რომელიც მწერალმა უნდა აირჩიოს, ნატურიდან გადაღებაა. სიტყვები „როგორიც ის არის“ უნდა გავიგოთ: „როგორც ის ხედავს“ და არა „როგორც ის ხედავს მაშინ, როცა თამაქსუქს უყურებს“. ნებისმიერი მცნება პროზაული ნაწარმოების შექმნისა არ არის ოქროს მცნება. რა თქმა უნდა, ჩემი „ათი მცნებაც“ არ არის ოქროსი. ვისაც უწერია მწერლად ქცევა, გახდება კიდეც. ვისაც არა - არა.შენიშვნა: მე ყველაფერში სკეპტიკოსი ვარ, მაგრამ უნდა გამოვტყდე, რამდენჯერაც არ ვცადე სკეპტიციზმი შემენარჩუნებია პოეზიასთან შეჯახებისას, არ შემეძლო სკეპტიკოსი დავრჩენიყილავი. ამავე დროს უნდა ვაღიარო, პოეზიასთან შეჯახების დროსაც, მთელი ძალით ვცდილობდი ჩემი სკეპტიციზმი შემენარჩუნებინა.
0 notes
dantesdiablo · 7 years
Text
"მეოცნებე"-ეს სიტყვა ხშირად მსმენია ჩემს გარშემო და ყოველთვის მაინტერესებდა რატომ ითვლება და რატომ გამოიყენება ეს სიტყვა შეურაცხყოფად? "მეოცნებე" ჩემი აზრით კომპლიმენტი უნდა იყოს. მეოცნებე ადამიანი ყოველთვის ბედნიერია, ყოველთვის შეუძლია მოწყდეს დედამიწას და წავიდეს მიმართულებით რომელიც შეიძლება არც კი არსებობდეს და მხოლოდ მის ოცნებებში იყოს შესაძლებელი ამ გზის გაკვლევა. მეოცნებეა ადამიანი რომელმაც თავის სამყარო შექმნა, იდეალური სამყარო რომელსაც მართავს. სწორედ საკუთარი სამყაროს შემქმნელს ვუწოდებთ მეოცნებეს, მაგრამ განა თქვენმა ღმერთმაც იგივე არ ქნა? განა თქვენს ღმერთს უწოდებთ მეოცნებეს? არავინ გმობს ღმერთს იმისთვის რომ სამყარო შექმნა, არავინ გმობს ღმერთს ადამიანის შექმნისთვის, მაგრამ ვგმობთ ადამიანებს რომლებმაც საკუთარი სამყარო წარმოიდგინეს უკიდეგანო კოსმოსის და დროის ერთ უმნიშვნელო მონაკვეთში. არადა ღმერთმაც ზუსტად იგივე ქნა, მეტიც, შემიძლია ვთქვა რომ მეოცნებეობა ადამიანის პირდაპირი ვალდებულებაა რელიგიის მიხედვით რადგან "უფალმა შექმნა ადამიანი თავის მსგავსად და ხატად" ხოლო თუ ასე უნდა გავდეთ თქვენსავე უზენაესს მაშინ რატომ უარყოფთ მისივე ქმედებას მისივე ქმნილებაში? ყველა დიდი ქმედება, ყველა დიდი პროექტი, ყველა დიდი იმპერია თავის დროზე უბრალოდ ოცნება იყო რომელიც ახდა. ხალხს ალბათ შურთ მეოცნებეების რადგან ისინი არ ემორჩილებიან ზოგადსაკაცობრიო დოგმებს რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ფსიქოლოგიას. მეოცნებე იყო განდი რომელმაც აიხდინა ოცნება და გაათავისუფლა ინდოეთი. მეოცნებე იყო ნაპოლეონი რომლის ახდენილი ოცნებაც ჟოზეფინა იყო. მეოცნებე იყო ლენონიც რომლის აუხდენელი ოცნებაც იოკოსთან ერთად მშვიდ სამყაროში ცხოვრება იყო. მეოცნებე ვარ მეც და ჩემი ოცნებაა ეს ყველფერი ყველა ადამიანს ვუთხრა და გავაგებინო რომ ოცნება ის საწყისი ნაპერწკალია რომელიც წარმატების კოცონს ანთებს.
0 notes