Tumgik
deusexmachina696 · 2 years
Text
Tumblr media
უაი ... რომ მესმის ცხონებულ მეკალმეთა ჩვეულ სიგიჟის ...
არა სტანდარტულ .. დიადი გონის აზრთა მომხელთებელ და მეტაფორად გარდამსახავ პოეტთა განცდა ..
უსპეტაკესი ვნებებით სავსე დიადი სუფრა ... თამადგარეშე .. შენ ბენზინთან რა საქმე გაქვს შეჩემისა ..
აი ხომ ხედავ ... რაგვარად დაჰქრის გონება მათი .. განუზომელად შეუცნობი...ტკივილნარევი ..
სხვა ვინ გაიგებს მსგავს მწუხარების ძალას და გემოს .. სურნელს .. ვედრებას .. გადარჩენის ... ხსნის .. წმინდა ზედაშის მოტრფიალე სულდგმულთაგან მკრთალად აღმოთქმულთ .
სითხე იგი კი ნეტარების მომნიჭებელი .. სულისშემძვრელი .. გულში უჩუმრად ჩაგუბებულ მწველ ტკივილთა დიადი და უტყვი მოწამე ...
გაბზარულ სულის მანქანებით შემწებებელი .. დროის სვლის დარად უკუღმართად იწყებს ქმედებას .. ამატებს ნახშირს .. აგიზგიზებს ცეცხლს ჩაუქრობელს .. ოხვრისშემოქმედ... უსიცოცხლო ცხელ საამქროში ... სადაც არა სჯობს გაცლა კი სჯობს ... სიტყვათმეუფეთ სიბრძნეს ამგვარს ვერ ჩააგონებ ... მათთვის ლოგიკა და რაციო ფუჭი... გზნებისაგან სრულად დაცლილი , უწმინდური თასია მხოლოდ ... არა გრაალის ... მქუხარე ლტოლვით ავსებული მძიმე ჭურჭელი ... შეზავებული სისხლით და ცრემლით... არა ფენიქსის.. მკუდართა საუფლოდან მათი აღმდგენის ... არა! პოეტის ... გვამადშობილი პოეტის სისხლი ... მისი ცრემლი .. არა თუ სხვათა.. საკუთარი.. წმინდა ცხედრის დამტირებელი.
15 notes · View notes
deusexmachina696 · 3 years
Text
ოდდა პერვერსიებს
პახმელიაზე თუ არ ყოფილხარ
სამსახურსა, გინდა სხვა მისთანათა შინა.. 
ეშმაკმაც გაგჟიმოს ეკლიანი პენისით...
ესევითარ გაუსაძლის ფაღარათს თუ არ შეუწუხებიხარ
საქმიანობის დროს .. მაეჭვებ .. 
სპონტანური ერექციები შენს სტილში თუ არ ჯდება .. 
ვინა ხარ .. საიდან იშვი .. პირველად ხომ ბაყვებს უმზირე .. 
დედიშენისას .. რომ გადმოგაგდეს შეუცნობელში.. 
დაე გაგიშტერდეს, მიეჯაჭვოს თვალნი შენნი დიაცთა .. 
გინდა კაცთა, მართალ უბეებს .. და თუ არ ძალგიძს,
წარმოდგენასა შენსა მიეც გზა იგი ფართო .. თუ ფართე? !
შევეცით აკაკი შანიძეს. 
ფემინისტები არ გაგვიბრაზდნენ, შარიანები არიენ. 
მარო მაყაშვილის მშობელი ქვეყნის შვილნი ვართ. 
თამარ მეფისა და ნანული შევარდნაძის .. 
კლასგარეშედ: ქალბატოუნი პირველი ლეიდი 
დედოფალს რომ რევერანსს უკეთებს .. ნაყურები ხართ?!..
ბებიაჩემს მაგ პოზაში, რომ ეფსება მაშინ ასტოპებს. 
ერთი ქალი.. ორი ქალი.. სამი ქალი.. 
ფემინის���ნო ამა ქვეყნისაითავ.. ,,ხმალ” ამოწვდილი 
მიგულეთ თქუენს გვერდით. ბილწ უაზრებოდ.. 
ამ ჩანაწერის შემოქმედთა დიდი ნაწილი .. არა ყოველი .. 
ვიცნობთ რა ფემინისტურ ლიტერატურას . . 
მეორე სქესსა თუ მანდილოსან ვირჯინიას.. 
სხვათა და სხვათა.. (არადა მანდილოსანიც არ უნდა თქუა, დისკრიმინაციააო.. ქალბატონი ხომ მითუმეტეს..)
მხარს ვუჭერთ გამყრელიძის დასკვნას. 
დიდებულს!
12 notes · View notes
deusexmachina696 · 3 years
Text
გახსენების ელეგია
ვაკვირდები რა საშუალო ფასიანი კბილის პასტის ნაგლეჯს გაცვეთილ ჯაგრისზე.. სარკიდან ბებიაჩემის პროთეზი მეჯღანება.
Pornhub-ზე ნამეტნავად ელასტიური ტრანსექსუალი საკუთარ თავს უკეთებს მინეტს.. მე კი დანანებით მახსენდება ჩემი ყველა მსუქანი.. ღიპიანი ნაცნობი.
უნიტაზიდან მოურიდებლად ამოსროლილი ნადგომი წყლით ფაფუკი ტრაკის დანამვა ნერვებს მიშლის.. შემდეგ მახსენდება იმ ჩუგუნის მილის სიგრძე.. საერთო საცხოვრებლის ფეხსალაგიდან.. ვმშვიდდები.
ვკითხულობ რა აპოკრიფულ სახარებებს.. ვეზიარები ამოუცნობლად-შეცნობილს.. საზრისს უთქმელს და გული მწყდება მართლმადი-დებილების მაგივრად.
ამოვიყორავ მუცელს ქალაქური ხინკლით .. ბერნარდსა შინა.. ვგრძნობ .. ისევ ის რეგვენი ვარ .. რაიც ჭამამდე.
აღარ მსურს გახსენებანი.. ან ეს ნართანიანნი.. ასოციაციები.. დასავიწყებელი - მეტია ბევრად.
21 notes · View notes
deusexmachina696 · 3 years
Text
Tumblr media
კედლებზეშპალერჩამოფხავებულ, მაგიდის მარტოხელა სანათით განათებულ ერთოთახიან სახლში, წელსზევით შიშველ ტანზე ჰალსტუხმოსხმული წვეროსანი და თავტიტველა ნახევრადახალგაზრდა მამაკაცი.. დენიკინის პერიოდის მწვანე, აქა-იქ ნაზად ამოკბეჩილი ხავერდის სავარძელში უმოძრაოდ, თვალებგაშტერებული არსობს. პარალელურად, სავარძლის, ხის ბოინგისებურ სახელურზე იაფფასიანი ლუდი და სიგარეტი კიმარობს.
სახე..თვალები.. ლავიწი..თითები..სიგარეტი..ლუდი..კაკუნის ხმა კარზე. თვალებში მაცდური სიცოცხლე იელვებს. გივი? შენ ხარ გივი?
ისევ კაკუნი.
სახელურის..მანდილოსნის მაცდური ხმა გარედან - ედმონდ მე ვარ გააღე.
ბიჭი ძალიან ნელ-ნელა, მკაცრი და დახვეწილი, თავდაჯერებული ეპისკოპოსური მოძრაობებით დგება, სიგარეტს უკიდებს, ისევ კაკუნის ხმა - სამჯერ.. ჯდება .. ფილტვები აგრძელებენ თუთუნის შთანთქუას.. ლუდი გახსნა .. ყანყრატო ფორიაქობს.
ხმაო ხმა წმინდავ: ედმონდ, ვიცი რომ სახლში ხარ, გააღე კარები.. აღარ ვიცი უკვე რომელ მდინარეში გადავვარდე.. ყველა დააშრეს..საზიზღრებმა. მონასტერშიც არ მიმიღო მამა ნიკოდემოსმა, თან მენსტრუაცია მაქვს და შარვალი დამესვარა, გამიღე ჩაგეხუტები, ზურგს მოგფხან და გავქრები.
ედმონდი ტრაკსქვემოდან იარაღს ჩეკავს. სიგარეტის უხელოდ მოწევა ცალ თუალს აჭუტინებს.. კარებს ემიზნება .. მეტანიები გააკეთე დღეს ჩათლაშკა?. ბახ..ბახ.. სროლის ხმას ლუდის დალევა ებმის.
ამცდა ედმონდ, ძირს ვიწექი. ვიცოდი რომ ჯერ არ იყავი იმდენად მთვრალი რომ ნორმა���ურად მოქცეულიყავი. კარის ნახვრეტიდან თვალი შემოსრიალდება. კარგი წავალ და მაზეგ ისევ მოვალ.. აღარ ამაცილო.
დგება და ფანჯარასთან მიდის. შიშვლდება. ცალ ხელში სიგარეტი.. მეორეში საოხრე. ქოთნიდან ყვავი ამოსულიყო.
3 notes · View notes
deusexmachina696 · 4 years
Text
მარადიულ, გულისგამაწვრილებელ ექოდ , გარდასახულ-გახმიანებული, ხელთუქმნელთა გოდება ჩაესმის დედამიწის - ყოველ ბადრუკ თუ უბადრუკ არსებას..
ყური ათხოვეთ, ყვანჯარი იხსენით - ტლუნო ამა სოფლისაითა.. /გამოსვენება ოთხშაბათს, 15:00 საათზედ, ანჩისხატიდან/.. “რას იჯღანები ანჩისხატივითო”- უთქვამთ ძველთ.
გოდების მიზეზ-ანი - არახალია. არც ძველი ეთქმის კაცთა ენაზედ..
��ნაი იგი კი, სუსტი არს, ვითარც მიმჭკნარი მოხუცის ერექცია.. წარმოსახვითი..
ზიგმუნდისaა და ქალთა ჯინაზედ.. სავალლ-ლალისოდ..
და ვინაითგან . . არ განიხვნების გორგალი იგი, საიდუმლოთა..
ეძიეთ?!.. ბედი გწვალობდეთ.
დაა იმას ქნეთ .. თქვენთა სხეულ-სულთ გასაყარსა! თუნდაც ისპანახ, სალვადორ დალი, ანდაც ერთაოზ.. ძუყნუ უ-რიდან ? სალა ა მ - მძახალო . .
ცა ათა შინა - არცა ქვემოთ არს, არცა - ა - ზემოთ ..
მეტი რაღა ვქნათ - კეთილო?. . სხვის მაგივრად ხომ არ დავიმარხებით? Express Information . Eldaაr... ეთერში ხართ, გისმენთ..
6 notes · View notes
deusexmachina696 · 4 years
Text
დუალობა
არსებობს მოსაზრება, რომ ფილოსოფია მასტურბაციას გავს, ხოლო მეცნიერება - სექსს… ვინაიდან და რადგანაც, ფილოსოფოსობის აქტით ისეთ რამებზე საუბრობ და ფიქრობ რომელთაც ემპირიულად ვერ ეხები… ხოლო მეცნიერებით შეგიძლია შეხების აქტი განახორციელო და უფრო ჰგავს სექსის იმიტაციას … მაგრამ… რათქმაუნდა .. ფილოსოფიით … მეტაფიზიკით…. განყენებული აზროვნებით … უფრო სრულულყოფილი .. ორგაზმების სერიის მიღებაა შესაძლებელი … როგორ უნდა შევადაროთ ერთმანეთს ზარბაზანი და საზამთრო?
31 notes · View notes
deusexmachina696 · 4 years
Text
ედმონდ არავიძე
ედმონდი ტრიპერპაულენდის სამხრეთით.. ერთ უსახურ.. სოკოებისგან მიტოვებულ ტყეში ბილიკს მიყვება .. იმ ადგილისკენ სადაც მანამდეც ბევრჯერ ყოფილან ედმონდისნაირი ახვარი ადამიანები . მაგრამ ედმონდი სხვანაირი ახვარია .. უყვარს ფიქრი…გნოსტიკური სახარებების კითხვა და თვალსმიფარებულ ადგილებზე მოფსმა… ედმონდს ეზიზღება ზომბები… უაზროდ დროის დაკარგვა და ძილში გათავება… ედმონდს არ ესმის ხალხის… ნუ არც ხალხს ესმის ედმონდის … არაუშავს . . ქარხნის მუშას … თუ ხანდახან ტრაკი უჩანს . ო . უთქვამთ ოდესღაც… ედმონდი ოცნებობს არაფერზე .. ყველაფერზე და ელისაბედ მეორესგან რაინდის ტიტულის მინიჭებაზე … ედმონდი ერიდება საკუთარი დისგან შიდსის აკიდებას..ასევე მისთვის გადადებას …ედმონდი განიცდის ნიცშეს … კოზიმას და ვაგნერს … სიამოვმებს სხვისი ტრუსიკების ჩაცმა და მომაკვდინებელი დუმილით საყვარელი ადამიანის წვალება… ეშინია ცერბერის … მინოტავრის და გია ჯაჯანიძის ვარდისფერი კოსტუმის… ამ და კიდევ ბევრ სხვა ტყუილებს ედმონდი შემდეგ ათასწლეულში შემოგთავაზებთ .. მანამდე კი დიდი გზა აქვს გასავლელი .. უკან გამობრუნდა ჩემს მოსაძებნად… ჩემს ყლეს მიპოვნის.ს.ს.ს.
8 notes · View notes
deusexmachina696 · 4 years
Text
ერთი მოჯმა ერი კი ვართ, მაგრამ ისეთი კოხტა, ჩასარეცხად დაგენანება.
34 notes · View notes
deusexmachina696 · 4 years
Text
მიდამო არის წარუშლელი მკვიდრი ცხვრის პირას ...
რომელსაც არა წარუდგინეს ძალთა უადრეს ...
არცა არ არას .. განუზომლად რჩეული ღვთისა
რომ , სამსტოვაროდ მოაბნიოს , ამა საზრახვად .. წუთისოფლისად ... მტარვალად - ზედა .
მიმოდიოდა ღმერთთა სული ჟამთა უადრეს ... არრა რა ყოფდა წამიერად .. მდგენელთა სხეულთ... მაგრამ .. წამიერ .. ვნებაში სასრულ.. უსრულთ . . ფიქრთაგან გამოქცეულ მტარვალ ჰოოლიგანს... ( 2 - ო - უ - დ იკითხება ...)
დედა ... უძახდა .. დედა ... დედის ... დედით .. უდედოდ...
და .. არრ ა ... იყო . მის გარეშედ ... არრა ... ფაქ მიუ... და . სახელისა .. მისსისა .. და მისთანანი ... აწ და მარადის ... და იქაურთას .. რასაც ჰფიქრობენ ... არრა არ არის ... გზა სულისა ხსნისა ამგვარი ... აჩუკენებდეთ.. ღვთაებრივი ნიჭის გარდმოსვლით.. - იგი მოგარჩენთ ... ... არ მემდუროთ.. მე ვიყო - სკიპა ...
5 notes · View notes
deusexmachina696 · 4 years
Text
,,ფეხის გულები ნაზია..მისი.. არა მიწაზე, კაცთა თავებზე მიირხევა ნელის რონინით”.
10 notes · View notes
deusexmachina696 · 4 years
Photo
დაე აღსდგნენ უწმინდურნი ჟამსა წოლისასა ...
Tumblr media
614K notes · View notes
deusexmachina696 · 4 years
Text
,,მასსა სიზმართა წესად” Vol.1
Tumblr media
ჯოჯოხეთურად მწველსა და გავარვარებულ; სიმხურვალის ღვთაებრივ ნიშნულთან მისულ და ხელი-ხელ გადახვეულ.. ტრიალ-უკაცრიელ ალაგას, ზედ შუა წელზედ... უჟმური ხვატისაგან არაქათგამოცლილი, საწყალობლად დადამბლავებული და გალურსული... ხელ-ფეხ-ჩლიქის სრული დეგენერაციითა და მოწყვეტით, თვალგაშტერებული, აგონიის ქიმზე გასულ-გამოსული... შუასაუკუნეობრივ მეომრული სისასტიკესავით; საკუთარი თანამებრძოლების მიერ, მკვდართა საუფლოს მაგისტრთთათათვის, ხრიოკ მიწაზე, მისივე ბეცობისა და მძიმე ტვირთობის გამო, უპატრონოდ დატოვებული.. მეფის მოწინავე არმიის ჯარისკაცივით... უსულოდ, უმოძრაოდ...თვალებდაკარგული...მზის სისასტიკით სავსე სხივებისგან დაღალული წევს, აქლემი ბენო და სიკვდილის სასიამოვნოდ ამაზრზენ სურნელს, ხარბად ისრუტავს... მოხუცის სისხლძარღვების არითმიისებურად მფეთქავი დახრუკული, ცხვირის ნესტოებით, საიდგანაც სიკვდილის უჯრედები... მთელს ორგანიზმსა და ხელშეუვლებელ სულს მეტასტაზივით ხარბად ეწაფება და გაღარიბებული აზნაურივით საწყლობელ; მზის სხივების კავალერიისაგან კარალიოკის ჩირივით გამომშრალსა და დაძაბუნებულ აქლემის სულსა და სხეულს ზანტად, მეტანიიტ, სასოებით ისრუტავს... 
  ბენოს გარშემო, თვალშესაწვდენ ტერიტორიაზე, წრედ მიუყვება - თავჩალმაგადავლებული ბედუინისებრი არსებების მთელი კოჰორტა... თვალ-უპეგაშტერებულნი, პირნერწყვმომდგარნი, შავტაიჭხეზემიბმულნი, სულმოუთქმელად, ელოდებიან(იცდიან; ითმენენ; იკავებენ-აკავებენ) გასაცოდავებული აქლემის კიდევ უფრო-გასაცოდავებას, და თან კბილებს ილესავენ, ცოცხლად შექმნილ-ბუნებისმიერშეზავებულ-,,ბენოს ჩიფსების”- ჭამისაგან მიღებული სიამოვნების წინასწარ წარმოდგენისდა გამო... 
 ბუნების მიერ, უნებურად და მაცდურად შექმნილ გულისგამაწვრილებელ დუმილში.. დისონანსი, მთელი ამ ვაკხანალიის უსტაბაშთაგან, მხოლოდ, დემეტრე მეფის მიერ სისხლის სიგელით დამტკიცებულსა და პატივმინიჭებულ სამშობლოდან უგზო-უკვლოდ გადაკარგულ, სიზმართმხილვევლსა და სიზმართა მიერ შთანთქმულ, კეთილშობილურად უმეცარსა და ღვთაებრივად გაქსუებულ მისტიკოს მისიონერ - ჯორჯო კაპანელის შეაქვს, ვაგლახად შივასა, ალლაჰისა, ბუდდისა, კალისა და მისთანანი... 
 კეთილშობილი აზნაური(კაპანელი), მისდა უნებურად, სიზმრის მაცდური და ვნებაამშლელი დაძაბულობის გამოისობით იმყოფება ამ ღირსშესანიშნავად ულმობელ ალაგას. ჯორჯიო არც სახელლის და არც მემკვიდრეობის წმინდა(თუ წმინდა მემკვიდრეობის) შენახვისა და შთამომავლობასა ზედა გადაცემის მოტრფიალე და მოამაგე არ გახლავთ და ვინიცობაა, საქართველოს რომელიმე სამთავროში შეგხვდეთ და დიონისეს მიერ დალოცვილი და კურთხეული სითხის თანხლებით ლაზღანდარობა, თუ ფალოსოფიურ-მისტიური თემების განხილვა და ჩაყოლა(ჩათრევას ჩაყოლა სჯობია, ეგი ყველეს კარგად მოგვეხსენება..) გთხოვოთ, ან მოგთხოვოთ... მერე თქვენ იცით და თქვენმა კაცობამ... მაგრამ მე ჩემის მხრივ მტკიცე უარს შემოგთავაზებდით პასუხად, მაგ ოინბაზურ და სახელ-სახედამკარგველი სიამოვნების მიღებისაგან თავის ასაცილებლად და უღმერთოდ მტკიცე უარის თქმას... თქვენივე სულის მარად და მარად უცვლელად და ღვთაებისმიერი შთაგონების მიერ შეუბღალავად არსებობისდა გამო... 
 აზნაური ჯორჯო, მტკიცედ მაგრამ მისივე სულის მიერ ახლოს ვერ მიკარებულ; იგნორირებულ და შეუცნობელ ზმანებაში.. მაინც რაინდისებური ფიცის სიმტკიცით მიიწევს წინ და წინ და ღმერთებს ბალი ათი შაურადაც არა სთვლის, მაშინ როდესაც, ,,იგი არს, რაც არს და მისსა ზედა”..  to be continued... 
6 notes · View notes
deusexmachina696 · 4 years
Text
ლიმონცხებული ჩაის არომატით გაიჟღინთა ყოფიერება . გაა ა დვილა ადამიანის წარმოსახვამ წმინდა საზღვარი , აზრთა რბოლების საოხუნჯო გამხდარა სივრცე და .. აფროდიტეს სხეულკაზმულ აღნაგობაში .. დისონანსს სვამდა, წმინდად, უნდილად, უნიათოდ ჩასხმული სითხე .
და როს ენქიდუ ნერბავდა ღმერთქალს.. როცა აქტეონ გალურსული უცქერდა მაცდურს, არგასახარად მისთვის? მოგზავნილს.. წამიერ ხატში გამომწყვდეულ ბეატრიჩეს სახის სიმძაფრეს .. რომ აწვალებდა იტალიურ სიტყვის გენიას...
მაშვინ, დიდთავა .. ნატახტარის დიდი მაგისტრი..კეთილად ზრდილი..ქედდამღალი..მორჩილი თქვენი, გამაწვრილებელ სულის დუმილის.. წმინდა ზედაშით - ნატახტარით ალბობდა, თავის ალაგიდან ამოვარდნილ..სისხლის საბადოს...
იყოს სიჩუმე.. იყოს სიტყვაც.. მაცდურ თვალებით... დაე აწვიმდეს.. ულმობელად პირგალექსილ ამაყ კაპანევსს.. ოღონდაც რისხვას ვერც ზევსისას..და ვერც მოირის, ის ვერ გაექცეს...ლაყუჩახეულ..მოსხმარტალე ბედის ძახილით ..
მართალს ბრძანებდით მეუფეო ზღურბლზედ მისული.. იყო სიტყვა.. იყო ცრემლი.. იყო დუმილი.. ვაგლახ დუმილი-საუბარში...ცრემლი-ღიმილში... და სიტყვა .. სიტყვა იყო - ამოუცნობი.
7 notes · View notes
deusexmachina696 · 4 years
Text
როცა მარსელ დიუშანს ჰკითხეს: სწამს თუ არა ღმერთი, მან უპასუხა: მე ხომ არ გეკითხებით იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ ..... ფუტკრები ..... კვირა დღეს.
16 notes · View notes
deusexmachina696 · 5 years
Text
ასრულებს სატირ ყრმათა ქორო
სიყვარულო, ყვერებიდან წამოსულო,
მუცლის გავლით გულში ამოსულო,
სულში შესულო,
თავში ჩარჩენილო...
რამდენი დარჩა გაუგებრობა
ჩემს და შენს შორის!
რამდენი ძუძუ,
რამდენი თეძო -
აბსტრაქტული გინდა,
თუ - კერძო,
დამირჩა ფუჭად -
პირში ჩალად, თუ
სპერმიან მუჭად,
თუ გვერდზე ჩავლილ,
თუ სხვასთან გავლილ,
ჩაუხდელსა და აუხდენელ
ოცნებად,
თუ მიუხვედრელ ლოცვებად,
ან უპასუხო თხოვნად,
ცუდად ნახმარი ქალის თვალებში
ჩარჩენილ სევდად და საყვედურად -
ჩუმ გაავებად...
რამდენი დარჩა გაუგებრობა,
რამდენჯერ დავრჩი გაუბედავი!
18 notes · View notes
deusexmachina696 · 5 years
Text
Endless poetry Vol.9
კარის ზღურბლზედ დაიხადე შენ! ტანსაცმელი .. სმენა მიაპყარ გულგოროზო სევდის სიჩუმეს აზრად გადახსნილს .. რომ გადმოიფრქვეს სიწმინდის ალი ზევსის თეძოდან? .. ჩაგთვალონ ღირსად უნაზესთ ხილვის . არა უადრეს ათორმეტი შა აბათისა...
შარ-თეთრი შარუალით მიჰქროდა ივლიტი.. უსიერ ტევრთ შორის ეძებდა მორიელს.. და შხამთა განმრიგე გულწვრილა მოირა.. ფეხს იღვრიჭინებდა ძმრით და წყაროს წყლითი... /არც არის გასაკვირი, რამეთუ მოგვეხსენება ჩუენ, კარაბადინიდან, მესვეურთა ამა სოფლისაითა რომ: თუ ძმრიან წყალში ჩავჰყრით ფეხებს, უმალვე განქარდება წნევის აწევ-დაწევით გამოწვეული შუბლისა და კეფის არეში ყრუ და თან გაუსაძლისი ტკივილი, ოფლიანობა, უმადობა და მოთენთილობა, ოღონდ ზოგადი. -ასევე ძმარი უხედება ლობიოს და მისწრებაა სალათის ფურცლებთად. ეს უკვე ბარბარე ჯორჯაძეა და არაფერი ესაქმება მოცემულ ცუნდრუკსიტყვაობაში./ მზის სხივი აალდა მადდონას ლავიწზე . თვალების სიბნელემ განახვნო ჰადესი . ორ ლარზე ნაკლები ყვერის კაკლები... ქარონი წუწკია . . ფიცხი თან დამჯერე... ბენზინი გაძვირდა .. ძმაო ო ... მერე რა...ნავი ხომ საწვავით არ დადის.. ფეხებზე ჰკიდია ... შინდის დ ვ ა მურაბა გულაბი მსხალისა...
და მწვანე "პამიდვრის" სალათა... რეცეპტი ბებიაჩემთან .. კონა ათი აბაზი..
თუ გინდათ მიიღოთ მადლი მადლის წილ.. ჩემი სისავსისგან ღრმა შურით აღვსილთა.. მოხარშეთ ნიგოზი.. გათალეთ ბია და ზღმარტლით მოტუტყნული თითები გატლაკეთ ..
ბრძნადმეტყუელებაი ვერცხლი არს . დუმილი ოქრო რჩეული ..
ყვერებით გადაენასკვეთ ერთმანეთს გა მორჩ ეულ ნი.
8 notes · View notes
deusexmachina696 · 5 years
Text
არ ვამბობდი, - მინდა იქ! - ვყვირი
Once upon a midnight dreary,
ზეცის ფონს ზევით ყვავილი ბევრი,
While I pondered, weak and weary,
ადის, ვითვლი, აისს, ბებერს,
Ah, distinctly I remember,
ვარსკვლავთ ქარნი მთისკენ ფენდნენ
It was in the bleak December.
22 notes · View notes