Tumgik
bluepsychosuoul · 10 months
Text
მზის სხივზე მოფარფატე თოლიების ქროლვა მიმზიდველ მორევად ქცეულ რომანტიზმს იმდენად ასულიერებს რომ თითქოს აქაურობის გარდა სხვა არაფერი არსებობს, მომენტით ტკბობა გამჯდარ სინოტივეში და შენს თვალებში ლივლივს ემსგავსება, მზის ყოველი სხივით შემოფარული გუმბათის ანარეკლები ლავიწებზე გეთამაშება, კოცნასავით დატოვებული სიყვითლე დაისის ელფერებს მოქცეულ ჩახუტებაში აქცევს.სილამაზის აღქმადობა ამწამიერ სიყველაფრეში მეფანტება და ერთმანეთში არეული შეგრძნებები შენს თითებს შორის მოქცეულ მომენტებს ეცეკვება.
15 notes · View notes
bluepsychosuoul · 10 months
Text
Tumblr media
“რეალისტში რწმენა სასწაულისგან კი არ ჩნდება, არამედ სასწაული ჩნდება რწმენისაგან. თუკი რეალისტი ერთხელ ირწმუნებს, მაშინ მან თავისი რეალისტობის გამო აუცილებლად უნდა დაუშვას სასწაული. თომა მოციქულმა განაცხადა, რომ მანამ არ ირწმუნებდა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა; როცა იხილა, თქვა: „უფალო ჩემო, ღმერთო ჩემო!“ სასწაულმა აიძულა იგი, რომ ერწმუნა? ალბათ, არა! მან ირწმუნა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სურდა, ერწმუნა და შესაძლებელია, მაშინაც კი ღრმად სწამდა, სადღაც თავისი სულის კუნჭულებში, როცა გაიძახოდა: „ვერ ვირწმუნებ, სანამ არ ვიხილავო“.
2 notes · View notes
bluepsychosuoul · 1 year
Text
ერთიანობათა შეგრძნება ყველა ქმედითობაში ენერგიულობაა✨🪐
10 notes · View notes
bluepsychosuoul · 1 year
Text
Tumblr media
ცის ნათებასავით გამოკვეთილი სიკაშკაშე მოფენილ გზებზე გულშიც იღვრება, სითბო არ ქრება იგი დროებით გამომწყვდეულ ჩიტს ჰგავს, უბრალოდ შემგრძნობი სიუხვე აკლია, გამომხატველობა კომეტების აფეთქებების სიყველაფერს ეკვრება, თვალებში მზის სხივებივით ჩაღვრილი სხივი რომ ლივლივებს, გახელილ გუგებში შეფარულ სიტკბოს რომ ეხლართება, ზაფხულის გემოს ედრება და სინაზეების აკვიატებას ემსგავსება.
16 notes · View notes
bluepsychosuoul · 1 year
Text
ფეხაკრეფილი სიმხურვალე ეკვეთება სუნთქვამოხშირებულ ენერგიას, გადატრიალებული მოცემულობები ხან იქეთ და ხან კვადრატებში შემოკრულ ნაპოვნ წრეთა უამრავობას ერევა, მოციმციმე ფიგურები ყველაფრის სიმსგავსეს ესახება, გამორჩეული ხედვები კი ხან ქრებიან და ხან ისევ ელვასავით ჩნდებიან, ახლოს გასროლილი ქუხილივით ემოციურია ყოველი ნაპოვნი ერთი წერტილი, რომელიც ფაზლებში ჩამჯდარ ერთიანობას ისევ და ისევ აურა-ცხელად ამკვეთრებს, ფოთლებივით მიმსგავსებული ფერები სიკაშკაშეს მოსავს შემობიჯებულ მიმიკრიას, ყველაფერი მსგავსია და იმდენად განსხვავებული, რომ განგრძობადობა პოლარობებში მიღწეულ ათასგვარობას ერთამდე დაყავს და ერთი კი თავისთავად უამრავ წერტილებში მოცულ განსხვავებულობებს ამრავლებს, არაფერია სრული და ამ ქაოსურად დაბრმავებულ ჭრილებში იმდენი სისრულეა, ���ამდენიც ნეირონთა მიმოსვლისგან შემობიჯებული ქმედებები.
5 notes · View notes
bluepsychosuoul · 1 year
Text
Tumblr media
"come on, sweetheart let's adore one another before there is no more of you and me."
-Rumi
22 notes · View notes
bluepsychosuoul · 1 year
Note
დიდიხნის შემდეგ ისევ შემოგიჭვრიტინე აქ. დილიდან ვფიქრობდი შენს nicknamზე და როგორღაც 15 წთის უკან ამომიტივდივდა გონებაში, ალბათ მონატრება ადამიანს ყველაფერს გააკეთებიებს. ყავა მოვიმზადე ,მუსიკა ჩავრთე , დავჯექი ჩემს ლეპტოპთან და ერთი ამოსუნთქვით დავიწყე შენი ''ცალკე სამყაროს'' ამოკითხვა. ბოლომდეც ვერ ჩავედი თურმე რამდენი ადამიანისთვის ყოფილხარ სადღაც შენი ფიქრებით , რომლის შესახებაც არ გამეგება და არც მიზიარებდი. სამწუხაროდ ისევ იმედგაცურება ვიგრძენი შენგან. თურმე ცალკე სამყარო გაქვს სადღაც,რის შესახებაც არც ვიცოდი. ჩემი ბრალიც არის ალბათ რაღაც რომ გამომრჩა შენგან მაგრამ ადამიანი სადამდეც მიშვებს იქამდე მივდივარ. ბოლოს მითხარი რომ ყველაფერი გამომივა და მართალი ყოფილხარ. ამ წამიდან ვფიქრობ რომ ყველაფერი გამოვიდა . კარგია რომ აქ შემოვედი და კარგია რომ დროულად გავიაზრე რომ შენთვის ყველაფერი დამთავრდა და არსად მეძებ. როცა მემილიონედ გემშვიდობებოდი გეცინებოდა მერამდენედო? ჰოდა ბოლოა . მშვიდ ცხოვრებას გისურვებ <3
გეთანხმები, მონატრება ადამიანს ყველაფერს გააკეთებინებს რაც ღირებულია.
არ ვიცი კონკრეტულად რა მომენტში გაგიცრუვდა კიდევ ერთხელ იმედი და სხვანაირი ჩემობის აღქმაში რამ მიგიყვანა მაგ დასკვნამდე და ფიქრებით სხვებთან ყოფნას რას ეძახი ეგეც საინტერესოა, თუმცა ჩემი ეგ “სამყაროსეულობის სიშორე” არც შენი ბრალია და არც ჩემი ბრალი,უბრალოდ ადამიანები ვსრულდებით რაღაც პერიოდში და იკარგება შინაგანი ღიაობის ქმედითუნარიანობა და ზუსტად ეგ არის მწარე დასასრულის შეგრძნება.
მიხარია, თუკი მართლა გულწრფელად გამოგივა და მჯერა ამის.
და მაინც,
ვიცი რომ
გამოგივა.
🪐✨☀️
12 notes · View notes
bluepsychosuoul · 1 year
Text
Tumblr media
ჯალალ-ედ-დინ რუმი სიყვარულზე
“გულის სწორნი ერთმანეთს სადღაც ბოლოში კი არ ხვდებიან. ისინი ყოველთვის ერთმანეთში არიან.
სიყვარული ეს არის: ფრენით ესწრაფვოდე იდუმალ ზეცას, რათა ყოველ ჯერზე ასეულობით ფარდა შეხსნა. ჯერ ცხოვრება უნდა მიუშვა. ბოლოს კი იარო მოძრაობის გარეშე.
სიყვარული კი არ უნდა ეძიო, არამედ ის ზღუდეები იპოვო, რომლებიც მის წინააღმდეგ აღმართე საკუთარ თავში.
განიშორე ათასობით ნახევარსიყვარული, რათა ერთი მთლიანი გულით დაბრუნდე შინ.
რაც უფრო მეტად აღვწერთ და განვმარტავთ სიყვარულს, მით უფრო გვრცხვენია ჩვენი სიტყვების, როცა გვიყვარდება.
სიყვარული ხიდია ჩვენსა და ყველაფერს შორის.
თუკი ვერ მიპოვი საკუთარ თავში, ვერასოდეს მიპოვი. რამეთუ მე დასაბამიდანვე ვიყავი შენთან.
სიტყვიერი განმარტება საგანთა უმრავლესობას გასაგებს ხდის, მაგრამ კიდევ უფრო გასაგებია სიყვარული ლაპარაკის გარეშე.
გონება უძლურია სიყვარულის გამოსახატად.
მხოლოდ გულით ეხები ზეცას.
დაე შენი საქმენი ისეთი მშვენიერნი იყვნენ, როგორც შენი სიყვარული.
მე შენი ვარ. ნუ მომცემ უკან საკუთარ თავს.
შენს ნათელში ვსწავლობ, თუ როგორ მიყვარდეს. შენს მშვენიერებაში, თუ როგორ შევქმნა პოეზია. ჩემს მკერდში ცეკვავ, სადაც არავინ გხედავს, მაგრამ ზოგჯერ ჩემი ხედვა გწვდება, რომელიც ამ ხელოვნებად გარდაიქცევა.
ერთმანეთს ემშვიდობებიან ისინი, ვისაც ერთურთი თვალებით უყვართ. რამეთუ არ არსებობს განშორება იმათთვის, ვინც ერთმანეთს გულით და სულით ყვარობს.
მხოლოდ ორი რამ ვერ ივსება ბოლომდე – სამყაროსა და ცოდნის ტრფიალი.
სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, გიყვარდეს.
მიეცით საშუალება ჩუმად გამოგაქანდაკოთ იმ უცნობი მიზიდულობის ძალამ, რომელიც სინამდვილეში გიყვართ. ეს თქვენ მართებულ გზაზე გატარებთ.
მართებული და მცდარი გზების იქით არის ველი. იქ შეგხვდები.”
24 notes · View notes
bluepsychosuoul · 1 year
Text
Tumblr media
“If they love you, they love every memory of you,
Each wrinkle, a chapter to feel.
If they love you they love you in present and past,
They will kiss all the hurt till it heals.
If they love you, each scar becomes who you are;
A page in your story of life.
For love doesn't see; it feels deep within;
Love doesn't cut like a knife.
Love doesn't see imperfections,
It only feels where love can grow.
Love doesn't go for the taking;
Love is the give and the show.
Each weight we hold onto in whispers
Can lift like a feather in flight,
If we trust in all our imperfect
And balance each dark with the light.
Be love, no secret disguises;
Embrace every reason you lack;
For love can never find you
If you're hiding behind your own back.
Love doesn't see you as flawless;
It sees you imperfectly planned.
Love will love you completely
When you reach out and hold your own hand.
So love you, love every memory of you,
Each wrinkle, each chapter; just feel.
Love all you are in present and past,
For your love is your love to heal.”
— Heather Lea, “Holding You”
23 notes · View notes
bluepsychosuoul · 2 years
Text
Tumblr media
“It’s dark because you are trying too hard. Lightly child, lightly. Learn to do everything lightly. Yes, feel lightly even though you’re feeling deeply. Just lightly let things happen and lightly cope with them. Lightly, lightly – it’s the best advice ever given me.
— Aldous Huxley
11 notes · View notes
bluepsychosuoul · 2 years
Text
Tumblr media
"ვის შეუძლია სიბნელეში შენი დანახვა? მხოლოდ მას ვინც შენზე ფიქრობს.
იმდენი ღამეა, რამდენი ადამიანიც არის, არა უფრო მეტი, რამდენი ტკივილიც. განა დღეები არ უნდა აშიშვლებდნენ შენს სულს, შენს სიჩუმეს? მაგრამ ღამეებიც ხომ დღეებია, სინათლის გარეშე.
არ მაინტერესებს რომ ფხიზელი ვარ, რომ მივდივარ და არ ვიცი საით,რომ ვმეორდები განცდით ათასთა, რომ ვარ ტრაგიკული, რომ ვარ მარტო, რომ ყოველდღე შინაგანად ვცარიელდები, არ მაინტერესებს რომ ცოცხალი ვარ, უბრალოდ ვგრძნობ რომ სიყვარული შემიძლია."
10 notes · View notes
bluepsychosuoul · 2 years
Text
Tumblr media
სივრცული განზომილებები მეხვევა ტვინზე, თუმცა ყოველი მათგანი იმდენად საინტერესო და ჩამთრევია, რომ ვერ ვაღწევ, განზომილებათა ცვლა იწვევს ჩემი სიმარტოვისა და ერთდროულად გალაქტიკის ერთიანობის შერწყმას. ჩემი  და გონების კვალი სულს იმდენად ატყვია, რომ დამახსოვრებას ვერ ასწრებს და ზოგჯერ ტყვიასავით ნასროლ ტკივილს ჰგავს გამოღვიძება.
სულის კივილი თუ გაგიგიათ, გეცოდინებათ თუ რამდენად ღმამაღალი და იმავდროულად ჩამკვდარია ფიზიკურ სისრულეში. არაფერია იმაზე ძლიერი ან სუსტი რასაც განვიცდი  მსგავს აზროვნებათა და განზომილებათა ცვლის დროს. საბოლოოდ კი ყველაფერი იმ დასკვნით სრულდება, რაც საკუთარი თავის დაკარგვასა და ერთდროულად პოვნის ინსტინქტს ჰგავს.  არ ვიცი, რამდენად აბსურდულად ჟღერს ფაქტი, რომ ერთდროულად შესაძლოა იპოვო და დაკარგო ის რაც არასდროს გინახავს, თუმცა იცი რომ შენი განუყოფელი ნაწილია.
2 notes · View notes
bluepsychosuoul · 2 years
Text
შემჩნევის დროა ✨💜
Tumblr media
9 notes · View notes
bluepsychosuoul · 2 years
Note
ადამიანს დედამიწის მეორე მხარეს, რას ეტყოდი?
ალბათ იმას რომ, ყველაფრის საწყისი წერტილი ადამიანის ენერგიაა, რომელსაც შეუძლია როგორც ირგვლივობის განადგურება, ასევე განვითარება და აღმოჩენა/შემჩნევა.
ჰოდა ზუსტად დროა,რომ აღმოვაჩინოთ,შევამჩნიოოთ და განვავითაროთ☀️✨
6 notes · View notes
bluepsychosuoul · 2 years
Text
Tumblr media
მწუხარება მთავრდება მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს გაგების შუქი. ეს შუქი რაღაც ერთი განცდით და გაგების ერთი გაელვებით არ ინთება: ეს გაგება თვითონ ანათებს მთელი დროის განმავლობაში. და არავის არ შეუძლია თქვენ ის მოგცეთ – არც წიგნს, არც ტრიუკს, არც მასწავლებელს არც მხსნელს. საკუთარი თავის გაგება არის მწუხარების დასასრული.
© ჯიდუ კრიშნამურტი / სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა
9 notes · View notes
bluepsychosuoul · 2 years
Text
And then, I have nature and art and poetry, and if that is not enough, what is enough?.
- Vincent Van Gogh
Tumblr media
8 notes · View notes
bluepsychosuoul · 2 years
Text
Tumblr media
"Hello from the future, To the past version of me who thought some things can never happen and are impossible. They did and you made it. You’ll actually became a better version of who you used to be.
Hello from the future, To some people for whom I had feelings and used to be very close and dear. To those with whom I shared many stories, gave my laughters and tears. You’re no longer here, I hope you are fine. You became just memories. Faded and distant. I don’t think of you often I wonder if you ever think of me, you still do cross my mind once in a while I miss who you used to be.
Hello from the present. To any future that is written for me. I know I’m going to be ok. I accept who I am, I accept my destiny and so let whatever meant to be … be."
1 note · View note