Tumgik
ambietme · 7 years
Text
ეთერი ბაბო
Tumblr media
 გზაზე ვდგავართ, დილაა და ქუთაისური ქარი გვერდებს გვიყინავს. შემოდგომაა. დილით უკვე ცივა. კეთილ მძღოლებს ველოდებით, ავტოსტოპით ბორჯომამდე ვაპირებთ ჩასვლას. გიგა მთამსვლელია, მე -მოლაშქრე. მთაში უკვე ორი წელია დავდივარ. გიგა- ექვსი.  ქუთაისიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკამდე ავტოსტოპით წასვლა თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ ჩვენ არ გვიმართლებს.  ‘’-არა, არა, უცხოელი ტურისტები რომ იყოთ…
View On WordPress
7 notes · View notes
ambietme · 7 years
Text
იცინე, ჩარლი!..
Tumblr media
სოფოს, რომელიც აღარ არის… იცინე, ჩარლი! იცინე ისე, თითქოს არ გტკივა. იცინე ისე, თითქოს არ ხარ მარტო… იცინე, ჩარლი! გრძელი თითებით აიჩეჩე მოკლე თმა კეფაზე, მოუკიდე სიგარეტის ბოლო ღერს და შეხედე როგორ თენდება შენს ქალაქში… იარე, ჩარლი! იარე წინ , გაიარე შენი ქალაქის ქუჩები და ხიდები შენი მტკიცე ნაბიჯებით და არ შეგეშინდეს იმის, რაც გელოდება. შენ ხომ ჯერ არ იცი, რომ ხვალ აღარ იქნები… დაიჭირე წამები,…
View On WordPress
2 notes · View notes
ambietme · 7 years
Photo
Tumblr media
my Son is my Sun 💕🐣
3 notes · View notes
ambietme · 7 years
Photo
Tumblr media
like a Cartoon 🌨❄️
1 note · View note
ambietme · 7 years
Text
თითები
”დედობა ვალდებულება არაა, დედობა_ არჩევანია. ”_ ეს ფრაზა თავში იმ დროიდან მიტრიალებს, რაც ჩემს თავში ქალი შევიცანი.  მართალია, სხვა გოგონებზე გვიან, მაგრამ მაინც_ ერთ დღეს ჩემში ქალმა გაიღვიძა. მივხვდი, რომ ტუჩები პომადისა და კოცნისთვის მქონდა, ხოლო თითები_ მოფერებისთვის. ეს ყველაფერი ძალიან ”ქალურად” ჟღერს, მაგრამ გასაოცარი აქ არაფერია. მე ქალი ვარ_ ნატურალი. კაცები მომწონს, ლამაზი კაბები და…
View On WordPress
0 notes
ambietme · 8 years
Text
ბიისის ჩანჩქერი
ატენის ტალახიანი გზით დაღარულ  , ხეებგაშიშვლებულ ხევს რომ მოათავებ, დამზრალ მდინარეზე გადასასვლელი ხის ნაფოტა ხიდიდან ზღაპარი იწყება _ღარიბული ქოხი, ყინვისაგან გაფიჩხული , ზამთრისთვის აკოწიწებული თივა, ზემოდან მომცრო კლდე გიყურებს და ნაძვები თოვლის საფარქვეშ მოლურჯოდ ანათებენ. ხრაშუნა თოვლით და ყინულის თხელი ქერქით დაფარულ გზაზე ალაგ-ალაგ ნაკადულებს ამოუხეთქავთ. გზა ნელ-ნელა ვიწროვდება, ქვებითა…
View On WordPress
0 notes
ambietme · 8 years
Photo
Tumblr media
თეთნულდი
0 notes
ambietme · 8 years
Text
ხევსურეთი
Tumblr media
(more…)
View On WordPress
0 notes
ambietme · 8 years
Photo
Tumblr media
მთიანი აჭარა აჭარაში, ზღვაზე ვინ არ ყოფილა_საქართველოს მოსახლეობის 85, სომხეთის _ 95 და აზერბაჯანის მოსახლეობის 80 პროცენტი, მაგრამ ისეთი აჭარა, რომელიც მე ვნახე ალბათ ცოტას უნახავს.
0 notes
ambietme · 8 years
Photo
Tumblr media
იმერეთი, ასხის მთა იმერეთი როგორიაო, რომ მკითხონ, პირველად ალბათ ხონის რაიონი გამახსენდება. იქაურობასთან მოგონებების გარდა არაფერი მაკავშირებს_არც წარმომავლობა, არც ნათესაობა. მხოლოდ და მხოლოდ მოგონებები ერთ ძალიან ლამაზ ადგილზე.
0 notes
ambietme · 8 years
Text
სოციალური ეტიუდი
ღამე, ქუჩა, ხის ძელსკამი, წყვილი. ”ქორწილამდე არ შეიძლება…”_ ხმა ებზარება გოგოს, ცახცახებს, უხეში მოძრაობით იშორებს ბიჭის ტორებს მკერდიდან და სწრაფი ნაბიჯით ტოვებს ბნელ კუთხეს, ლამპიონების შუქზე ჩნდება მისი თხელი მხრების კონტურები. … დღე, ქუჩა,ხის ტრიბუნა, პოლიტიკოსი, საარჩევნო კამპანია. ”არჩევნების მერე, ჩვენ გპირდებით უფრო სუფთა ქალაქს, დანაშაულის დონის კლებას, მეტ დასაქმებულ და ნაკლებ ღარიბ…
View On WordPress
0 notes
ambietme · 8 years
Text
ოდესმე
არ არის ცუდი გოგო ნინიკო. ახლო მეგობარს ვერ ვუწოდებ, მაგრამ ცდილობს დამიახლოვდეს. მწერს-ვწერ. რამდენიმე კვირის წინ მითხრა, რომ სამსახურს ეძებს. ადამიანების დახმარება, შესაძლებლობების ფარგლებში, ჩემი მეორე ჰობია ლაშქრობის მერე. ვაკანსიები დავუძებნე, რეზიუმე დავურედაქტირე, ელექტრონული ფოსტით სარგებლობაში დავეხმარე, ხანდახან მოვიკითხავ, მაინტერესებს დაურეკეს რომელიმე ვაკანსიიდან თუ არა. რამდენიმე…
View On WordPress
0 notes
ambietme · 8 years
Text
სექსებზე, ხეებზე და სტუდენტებზე
სექსებზე, ხეებზე და სტუდენტებზე
http://coub.com/view/bj1r3 ”-ამომივიდა და რა ვქნა! -ამოგივიდა! ხმება! გამიხსენი ეხლა აქ სატყეო მეურნეობა, გაიშენე ზურგზე ტყე, გაურივე შიგ პანტა, ვაშლი, მსხალი, ზღმასრტლი. გაამრავლე მერე ნადირი.” გოდერძი ჩოხელი_წერილი ნაძვებს (more…)
View On WordPress
0 notes
ambietme · 8 years
Photo
Tumblr media
თეატრები და სივრცეები ფოტოზე_თეატრალური სტუდია ''მეტეხი'', რომელიც საბჭოთა პერიოდში განსხვავებულ სივრცეში, მეტეხის ტაძარში მართავდა სპექტაკლებს
0 notes
ambietme · 8 years
Photo
Tumblr media
ოცდამეერთე ქრომოსომის ამბავი მზეა, ატრაქციონებზე ბავშვები კისრისწყვეტით სრიალებენ. თამთა გაცხარებული სახით მიყვება ამბავს: '' სადღაც, ჭავჭავაძეზე, რკინიგზის რელსებთან არის ის სახლი. ძლივს მივაგენით, ბნელოდა. მასპინძელმა შინ შეგვიპატიჟა. მეორე ოთახიდან მულტფილმების ხმა ისმოდა, რატომღაც მზერა ტელევიზორისაკენ გამექცა და სავარძელში ჩაფლული ფუმფულა პატარა დავინახე. დავინახე და ზაზუკა გამახსენდა. მასპინძელს რამდენიმე კითხვა დავუსვი, მაგრამ  დაუნის სინდრომის ხსენებაზე მის საუბარსა და თვალებში აგრესია რომ დავინახე, მივხვდი უნდა გავჩუმებულიყავი. ძალიან მეტკინა გული. მოგვიანებით მითხრეს, რომ ეს ოჯახი შვილს მალავს. ბავშვს არც მეზობლების დასანახად არ უშვებენ გარეთ, მის განათლებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.'' თამთა ზაზუკას დედაა. ზაზუკა_რვა წლის , ლურჯთვალება ბიჭი. მობილური უყვარს, თამაში, შოკოლადი, ''კოვზების მუსიკის''  დაკვრა და დედაზე ზრუნვა. ჩვეულებრივზე მეტად ცელქია და როგორც მეცნიერები იტყოდნენ, დაუნის სინდრომით დაიბადა. ქრომოსომებისა და სინდრომის შესახებ სამეცნიერო მასალის დაკოპირებასა და თქვენთვის თავს მოხვევას არ ვაპირებ, მინდა სინდრომზე, სტიგმაზე და სტერეოტიპებზე გესაუბროთ. ''მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან'' ამ წარწერით ფოტოები მეორე დღეა სოციალურ ქსელში მხვდება, ზოგს ხელზე ზოლიანი წინდები ჩამოუცვამს (არადა წლევანდელი სიმბოლო კუბოკრული წინდაა) , ზოგი დღის მანძილზე ათასჯერ აღნიშნავს, რომ არ ითვლიან, არ ითვლიან მეგობრები ქრომოსომებს. არადა, ითვლიან. არ ვიცი სხვაგან როგორ ხდება, მაგრამ საქართველოში ქრომოსომებს ითვლიან. მეგობრებიც, ახლობლებიც , მასწავლებლებიც და პედიატრებიც. ''პირველი, რაც მეანმა ზაზუკას დაბადების მერე მითხრა იყო ფრაზა_'' ახალგაზრდა გოგო ხარ, რად გინდა ასეთი ბავშვი, გადააგდე,''_იხსენებს თამთა და თვალები ცრემლებით ევსება, ''მახსოვს, გავბრაზდი, მენაზეც და ყველასა და ყველაფერზე. მეგონა, ცხოვრება იქვე, ცხრამეტი წლის ასაკში დავამთავრე, მაგრამ მას მერე რვა წელი გავიდა და მე ბედნიერი ვარ''._სიამაყის ღიმილით უყურებს ზაზუს, რომელიც  ყველაზე მაღალი სასრიალო ბილიკის დაპყრობას ცდილობს. '' ბაღში ნორმალურად არ გვივლია,''_მიყვება მაია, ამასობაში კი ექვსი წლის გაბი ოთახში წარმოსახვით პოლიციის მანქანას დააგელვებს და წარმოსახვითი ყაჩაღების დაჭერას ცდილობს_''იმიტომ არ გვივლია ნორმალურად, რომ ბაღის გამგე ჩემს შვილს არ იღებდა, განსხვავებულიაო, სხვა ბავშვებთან ერთად ვერ მოვუვლითო, გვეშინიაო. მერე გაბრიელის ნათლიას დავარეკინე საკრებულოდან განათლებაში, განათლებიდან დარეკეს ბაღში და მიგვიღეს. პირველი რაც გამგეს თვალებში დავინახე, სიძულვილი იყო. მას ხომ საყვედური უთხრეს ჩვენს გამო. წელს გავიგე, მოუხსნიათ რარაც სხვა მიზეზის გამო და გამიხარდა. დისკრიმინატორი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს...'' მეანები , მეზობლები, მეგობრები და მასწავლებლები რომ ქრომოსომებს ითვლიან, ძალიან ცუდი ამბავია, უფრო უარესი ამბავი კი ისაა, რომ დათვლილი ქრომოსომებით პოლიტიკოსები და კერძო კომპანიები იწერენ ქულებს. ჟურნალისტებსაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები რატომღაც მხოლოდ 21 მარტს, დილის ცხრიდან საღამოს ცხრამდე, ახალი ამბებისთვის ახსენდებათ. დიახ, ჩვენ ქრომოსომებს ვითვლით. ვითვლით და იმ ადამიანების სტიგმატიზაციასაც ვახდენთ, ვისაც ერთით მეტი ქრომოსომა აქვს. ჩვენს ცნობიერებაში მჭიდროდაა ჩაბეჭდილი გაგონილი და მოსმენილი, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხატი_ისინი ჩვენთვის აუცილებლად დაუცველები, კეთილები, უმწიკვლოები არიან, თუმცა მათ დაცვაზე პასუხსისმგებლობას ხშირად მხოლოდ 21 მარტს ვიღებთ, ისიც ძალიან მარტივი გზით_სოციალურ ქსელში ყველა იმ ადამიანის დამუნათებას ვცდილობთ, რომლებიც დაუნის სინდრომს დაავადებად თვლიან. ჩვენ შეიძლება არ ვითვლით ქრომოსომებს, მაგრამ ჩვენდაუნებურად, ტოლერანტობისა და კაცთმოყვარეობის საფარველს უკან ვაღვივებთ განსხვავებულობის შესახებ მითს. მითს იმაზე, რომ ყველა ბავშვი, რომელიც ამ სინდომით იბადება უმწეოა, მითს იმაზე, რომ მათ მხოლოდ მარტის შუა რიცხვებში უნდა ვუთანაგრძნით, ხელზე ჭრელი წინდების წამოცმით და ფოტოების გაზიარებით, არადა რეალურად, ჩვენი თანაგრძნობა, მხარდაჭერა და სოლიადრობა არავის სჭირდება. საჭიროა მხოლოდ მეტი ცოდნის გავრცელება საჯარო სკოლებსა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში, ცოდნა იმისა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები , მიუხედავად ერთით მეტი ქრომოსომისა, ზუტად ისეთები არიან , როგორებიც ჩვენ ვართ და ისინი, ჩვენგან განსხვავებით, ნამდვილად არ ითვლიან ადამიანების ქრომოსომებს.
1 note · View note
ambietme · 8 years
Photo
Tumblr media
მათი ხმა არ ისმის "როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი, როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი, როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი, კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ... შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო" - მარტინ ნიმიოლერი
1 note · View note
ambietme · 8 years
Text
საზეპირო
Tumblr media
“We Can Do It!”  an American wartime propaganda poster produced by J. Howard Miller (more…)
View On WordPress
0 notes